სააკაშვილმა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს იდიოტები უწოდა, სწორად მივხვდი, ხომ? - არჩილ გამზარდია
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
"ანუ სააკაშვილმა ახლახან ჩვენს ევროპელ პარტნიორებს უწოდა იდიოტები, ძაღლები (ეგენი ყეფენ და ქარავანი მიდისო), იმათ არავინ იცნობსო (შარლ მიშელს, სტოლტენბერგს, ევროპარლამენტარებს, მისიების ხელმძღვანელებს და ა.შ.) და მე ყველა მიცნობსო და ა.შ.
სწორად მივხვდი, ხომ?
პ.ს. დანართი. პრეზიდენტ სააკაშვილის ციტატები:
1. ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, ამორალური და იდიოტია.
2. გვარები რომ დაასახელეს ეგენი ვინ იცის?- მსოფლიოში მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი იცის ყველამ. ყველას შეუძლია უყეფოს მზეს, მაგრამ ქარავანი მაინც უნდა მიდიოდეს.
3. საერთოდ არ მაინტერესებს არავის აზრი.
4. საერთაშორისო თანამეგობრობამ ქართული დემოკრატიის განადგურებაზე საკმარისი რეაგირება არ მოახდინა. რა ევროპაზე ვლაპარაკობთ?! ევროპა არა... ტოროლა"
და ა.შ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა 9 მარტს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა, რომ "ორივე მავნებელმა ჩრდილოვანმა აქტორმა - სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩარევა.
ეგაა..."- წერს ის.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი