გამოიძიონ და დასაჯონ უკანონოდ მომსმენიც, ჩამწერიც და მონაწილე მანიაკებიც - ლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
" ჩანაწერი ძველიაო და გამოძიებას არ დავიწყებთო, რეალურად თუ მართლა ძველია, გამოიძიონ და დასაჯონ უკანონოდ მომსმენიც, ჩამწერიც და მონაწილე მანიაკებიც.
საქმე გვაქვს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრალდებულები უნდა იყვნენ ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ანზორ ჩუბინიძე.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს ივანიშვილის მონაწილეობა და ასევე ვახტანგ გომელაურის ჩართულობა.
გამოძიებამ დეტალურად უნდა გამოიძიოს ყველა შემთხვევა და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს ყველა, ვინც მონაწილეობას ღებულობდა უკანონო დავალების შესრულებაში და ჩართული იყო ორგანიზებული, დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში,"- წერს ის.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი