სადამდე უნდა გვქონდეს ეს ნაგავი კანონები და სამარცხვინო პრაქტიკა? - ბაია პატარაია
ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"სახელმწიფოს მზრუნველობაში მყოფმა 13 წლის ბავშვმა იმშობიარა! პროკურატურა კი გაუპატიურების მუხლით არ მიდის. თურმე 12 წლის ბალღს ნებაყოფლობითი სექსი შეიძლება ჰქონდეს 50 წლის კაცთან.
არ გრცხვენიათ?
სადამდე უნდა გვქონდეს ეს ნაგავი კანონები და ეს სამარცხვინო პრაქტიკა?
სახელმწიფო როგორ უვლის ბავშვებს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ საქმიდანაც.
8 მარტს 5 საათზე მართლა ყველა უნდა შემოუერთდეთ
1000 მშობლის მარში
,თუ გსურთ, რომ რამე მაინც ქნათ ამ საზიზღრობის წინააღმდეგ.
#პროტესტის100დღე "- წერს ის.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი