დღეს მე ამოვალ შენს საფლავზე, იებით ხელში - თამარ ბაჩალიაშვილის დედა
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი Facebook-ზე დედის დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. როგორც თამაზაშვილი წერს, ამ დღეს ყოველთვის თამარი ულოცავდა, თუმცა ახლა მის საფლავზე იებით ხელში თავად ავა.
“თამო, დე, გილოცავ დედის დღეს. ამ დღეს ყოველთვის შენ მილოცავდი სანამ ჯალათები წამართმევდნენ შენს თავს, და შენ კი დედად გახდომის უფლებას. დღეს მე ამოვალ შენს საფლავზე იებით ხელში, რადგანაც მავანმა ასე დაგვაშორა დედა-შვილი. ღმერთო რატომ დაუშვი ბედნიერი დედის სტატუსი ჩამოერთმიათ ჩემთვის და სამყარო თავზე დაემხოთ. ნუთუ საკმარისი სიკეთე არ მქონდა გაკეთებული, რომ მისი მადლი დადგომოდა ჩემს შვილს წინ და გადაგერჩინა. რატომ დავიმსახურე ასეთი ჯოჯოხეთი და უსასრულო კოშმარი? კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მტკივნეული დღეები?“, – წერს თეონა თამაზაშვილი.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. საქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმე უკვე დაიხურა. უწყების განმარტებით, მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ოჯახი ამ ვერსიას არ ეთანხმება.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"