ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი გველის - გიორგი ქადაგიძე
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს:
"წინასწარ ბოდიში ფბ მეგობრებს და მაინც გვახსოვდეს, რომ მწვავე პოლიტიკურ კრიზისთან ერთად:
• 2020 წელი დავხურეთ ეკონომიკის 6%-იანი ვარდნით
• 2021 წლის იანვარში საგარეო ვაჭრობა დამატებით შემცირდა 16%-ით
• 2020 საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ 146 ათასს მიაღწია
• 2020 წელს 25,000-ით შემცირდა სამუშაო ძალა და 80,000 -ით დასაქმებულთა რაოდენობა, უმუშევრთა რაოდენობა 310 ათასამდე გაიზარდა. დამატებით 50,000 ადამიანი დარეგისტრდა ქვეყნიდან გასაქცევად
• მთავრობის (ჩვენი საბოლოო ჯამში) ვალი და კურსი ისტორიულ მაქსიმუმზეა
• 92 ქვეყანაში, 205 მილიონი ვაქცინა გაკეთდა (ჩვენთან ნული), მხოლოდ აშშ-ში დღეში 1,4 მილიონ ვაქცინაზე ავიდნენ და დიდი ალბათობით ზაფხულამდე კოვიდს დაამარცხებენ.
ამ დროს, ერთპარტიული პარლამენტი „ამტკიცებს“ მთავრობას, რომლის იმედი ქართული ოცნების მხარდამჭერების დიდ ნაწილსაც კი არ აქვს.
ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული.
#დიდიცვლილებებისდროა,"- წერს გიორგი ქადაგიძე.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა