14 წლის ასაკში ნებაყოფლობითი სექსი არ არსებობს! ა რ ა! -ანიტა რაჭველიშვილი
ცნობილი მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ქობულეთში, 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეს ეხმაურება და წერს, რომ ამ ასაკის ადამიანთან სქესობრივი კავშირის დამყარება ძალადობაა, რადგან ასეთ ასაკში არცერთი გოგო არ არის პასუხისმგებელი საკუთარ ქცევაზე.
"23 წლის ზრდასრული მამაკაცი თუ სექსუალურ კავშირს დაამყარებს 14 წლის გოგონასთან ეს ძ ა ლ ა დ ო ბ ა ა!!!! გაიგეთ და შეიგნეთ ხალხო რომ მაგ ასაკში არც ერთი გოგო არ არის საკუთარ საქციელზე პასუხისმგებელი და მანიპულაციის და ძალადობის ბევრი ფორმა არსებობს! თუ სიყვარულს აუხსნით და დაოჯახებას შეპირდებით სექსის გამო ეგეც მანიპულაცია და ძალადობაა! გული მერევა უკვე იმათზე ვინც ამ სიტუაციაში საერთოდ ნებაყოფლობით სექსზე საუბრობს და გოგოს ბიოლოგიურ სიმწიფეზე!
14 წლის ასაკში ნებაყოფლობითი სექსი არ არსებობს! ა რ ა! ცივილიზებულ ქვეყნებში მაგაზე ციხეა და არ აქვს მნიშვნელობა “სიყვარული” იყო თუ რომანტიული თავგადასავალი! მითუმეტეს ამ შემთხვევაში გოგომ გამაცხადა პოლიციაში და ამხილა მოძალადე,მერე კი უვარგისი საზოგადოების,ოჯახის და პოლიციის უმაქნისობის გამო თავი მოიკლა! ჩვენ რას ვაკეთებთ?
რაღაც მარაზმს განვიხილავთ! მთავრობა რას აკეთებს? როგორც ყოველთვის არაფერს!" - წერს მომღერალი.
ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი