"ბათუმი ყოველი წვიმის შემდეგ იტბორებოდა და გადაწყვიტეს პრობლემა "ხმით გაწმენდის მეთოდით" გადაეჭრათ"
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"მას შემდეგ, რაც ბათუმში ვერა და ვერ მოხერხდა სანიაღვრე მილების გაწმენდა და ყოველი წვიმის შემდეგ ქალაქი იტბორებოდა, გადაწყვიტეს პრობლემა "ხმით გაწმენდის მეთოდით" გადაეჭრათ. სწორედ ამ მიზნით დაუნიშნავთ მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ. გარდა საკანალიზაციო საკითხებისა, ქალბატონ სოფოს ფუნქციებში შედის აგრეთვე ქალაქის ბიუჯეტის ზრდაც. ამისთვის თურმე საჭირო ყოფილა ყოველდღე ისეთი სიმღერების შესრულება, რომელიც ეხება ფულს. განსაკუთრებით ეფექტიანიაო ამ მხრივ "აბბას" და "პინკ-ფლოიდის" საფულე სიმღერები.
როგორც ამბობენ, თბილისის მერიაშიც იგეგმება მსგავსი ცვლილებები. მათ ბათუმელებსაც კი აჯობეს ჭკუით -ქალაქის ვიცე-მერად ჩამოჰყავთ ცნობილი რეპერი "ქულიო", რომელმაც სიმღერით ამოხსნა ფულისა და ძალაუფლების საიდუმლო."- წერს რომან გოცირიძე.
სიახლეები
- მოსკოვში აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერა
- "მადლობა ამერიკელ მეგობრებს უპრეცედენტო ერთსულოვნებით მიღებული „MEGOBARI აქტისთვის " - გიორგი ვაშაძე
- გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს
- "ვევედრებით წმინდა გიორგის, დაიფაროს სამშობლო, დაგვიფაროს ხილული და უხილავი მტრებისგან" - მეუფე შიო
- "გადავწყვიტეთ, ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი, 9 მაისს კი გამოვიდეთ და ევროპა დავუპირისპიროთ რუსიფიკაციას" - სალომე ზურაბიშვილი