"სინათლეში იბადებიან გმირები, რომლებიც საქმეს, იდეას ცხოვრებას წირავენ" - ნათია ფანჯიკიძე
"სინათლეში იბადებიან გმირები, რომლებიც საქმეს, იდეას ცხოვრებას წირავენ", - ასე ეხმაურება ქართველი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ალექსეი ნავალნის რუსეთში დაბრუნების ფაქტს.
"რამდენად ბნელი და დამპალი უნდა იყოს ქვეყანა, რომ ამ ხარისხის პოლიტიკური გმირი შვას 21-ე საუკუნეში. სინათლეში იბადებიან გმირები, რომლებიც საქმეს, იდეას ცხოვრებას წირავენ, სიცოცხლეს რომ წირავენ, ის გმირები კი, მხოლოდ და მხოლოდ უკუნეთ სიბნელეში იბადებიან (არ ვგულისხმობ ვინმეს გადარჩენისას დაღუპულ გმირებს, მაშველებს, გამვლელებს, რომლებიც გმირებად იქცნენ). და ეს ხდება ახლა, უბნელეს რუსეთში. ნავალნის თვითმფრინავი დაჯდება მალე ვნუკოვოს აეროპორტში. ამაღელვებელია. და რა პაწაწინა ჩანს პუტინი, ალბათ მხოლოდ ამ თვალის ჩაპაჭუნებადაც უღირს ჩაფრენა ნავალნის", - წერს ფანჯიკიძე Facebook-ზე
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე