"ტრამპი პუტინის უზარმაზარი გამარჯვება იყო"- სალომე სამადაშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს.
ამის შესახებ სამადაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
სამადაშვილის განცხადებით, იმპიჩმენტი დონალდ ტრამპს სამუდამოდ ჩამოაშორებს პოლიტიკას, ასევე შექმნის პრეცედენტს მომავლისთვის.
„დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ ომში, ტრამპი პუტინის უზარმაზარი გამარჯვება იყო. ცხადია, ეს ბევრ ადამიანს ესმოდა, ვინც ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობდა. თუმცა ახლა, როდესაც რუსეთის ეს პოლიტიკური პროექტი, პრინციპში, ფიასკოთი დასრულდა და ინსტიტუციურმა მოწყობამ, რომელიც აშშ-ის დამფუძნებელმა მამებმა ორი საუკუნის წინ შექმნეს, იმუშავა, დროა, გაბედული ნაბიჯები გადაიდგას: 1. დაიწყოს ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა, ეს მას სამუდამოდ ჩამოაშორებს პოლიტიკას, ასევე პრეცედენტს შექმნის მომავლისთვის. 2. რუსეთის ჰიბრიდული ომი აშშ-ის წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების მანიპულირებით საკუთარი ამოცანების განხორციელება, აშშ-ის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი უნდა გახდეს; 3. ძლიერი, ორპარტიული ინიციატივებით დაიწყოს აშშ-ის მორალური ავტორიტეტის აღდგენა მსოფლიოში“, – წერს სამადაშვილი.

სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე