ტრამპი ერთდროულად სამმა სოციალურმა ქსელმა დაბლოკა
Twitter-მა, Instagram-მა და Facebook-მა აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ანგარიშები დაბლოკა და ახალი შეტყობინებების განთავსება მათ გვერდებზე აკრძალა.
ამის შესახებ ნათქვამია სოციალური ქსელების საგანგებო განცხადებაში.
"ვაშინგტონში უპრეცედენტო და მიმდინარე ძალადობრივი ვითარების შედეგად, ჩვენ მოვითხოვეთ დღეს ტრამპის სამი "ტვიტის" ამოღება, ჩვენი პოლიტიკის განმეორებითი და სერიოზული დარღვევების გამო ტრამპის ანგარიში 12 საათის განმავლობაში დაიბლოკება", - ნათქვამია Twitter-ის განცხადებაში.
"ჩვენ შევაფასეთ ჩვენი პოლიტიკის ორი დარღვევა პრეზიდენტ ტრამპის მიერ, ეს გამოიწვევს ფუნქციების 24-საათიან დაბლოკვას", - განაცხადა Facebook-მა და დასძინა, რომ ამ დროის განმავლობაში ტრამპი დაკარგავს პლატფორმაზე განთავსების შესაძლებლობას.
Facebook-ის საკუთრებაში არსებული სოციალური ქსელის Instagram-ის ხელმძღვანელმა Facebook-ისგან გაგზავნა შეტყობინება, სადაც აღნიშნა, რომ მათ იგივე გადაწყვეტილება მიიღეს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს