"სასიამოვნო სიახლე და სასარგებლო საქმე უამრავი ადამიანისთვის" - ნანა გეგეჭკორი
ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას ახალი ინფორმაციის შესახებ ამცნობს.
როგორც ექიმის პოსტიდან ირკვევა, ის პირდაპირ ეთერში, კორონავირუსთან დაკავშირებით, ტელეკომპანია ,,მთავარის" ეთერში, მაყურებლის კითხვებს ყოველ ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს უპასუხებს.
,,სასიამოვნო სიახლე ჩემს ცხოვრებაში და იმედი მაქვს, სასარგებლო საქმე უამრავი ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს კვალიფიციური ინფორმაცია კოვიდ-19-ის პრევენციაზე, დიაგოსტიკაზე, დაავადების მიმდინარეობაზე, მკურნალობაზე, პოსტკოვიდ სინდრომზე, ვაქცინაციაზე, ქრონიკული დაავდებების მართვაზე კოვიდ პერიოდში და ა.შ.
ყოველ სამშაბათს და ოთხშაბათს დილის 8:10 საათზე და ორშაბათს დილის 9:20 საათზე მთავარის დილის ეთერში ვუპასუხებ თქვენს კითხვებს ყველაფერზე კორონავირუსთან დაკავშირებით.
საბედნიეროდ, ყოველდღიურად მიმიწვდება ხელი ყველაზე განახლებულ ინფორმაციასთან და მთავარის ,,შენი დილის" მაყურებელი იქნება პირველი ვისაც ექნება უახლესი პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე...
ხვალ დილიდან ვიწყებთ. გელოდებით მთავარზე "შენი დილას" ეთერში.
თქვენს სამსახურში ყოფნა ჩემთვის უდიდესი პატივი და ამავე დროს პასუხისმგებლობაა.
ძალიან მკაცრად ნუ განმსჯით, ეს ჩემთვის სრულიად ახალი ამპლუაა.
არ მაქვს სატელევიზიო გამოცდილება, ცხადია, ეთერი და აუდიტორია მაშინებს. მაგრამ ვფიქრობ ამ წუთას სწორი ინფორმაციით მიღებული სარგებელი აჭარბებს ჩემი პირადი შიშებით გამოწვეულ რისკებს და ამიტომაც დავთანხმდი მთავარს შემოთავაზებაზე. მიგულეთ თქვენს სამსახურში", - წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს