ნოდიკო ტატიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
ნოდიკო ტატიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც მომღერალი ამბობს, კოვიდინფექცია მეგობრისგან გადაედო, რომელიც ხუთშაბათს ნახა.
მას შემდეგ კი რაც გაიგო, რომ მეგობარს მაღალი სიცხე ჰქონდა და კორონავირუსი დაუდასტურდა, პრევენციის მიზნით თვითიზოლაციაში გადავიდა.
მომღერალს გუშინ, გვიან ღამით ტესტზე პასუხმა სუსტად დადებითი უჩვენა, დღეს კი განმეორებითზე კორონავირუსი დაუდგინდა.
რაც შეეხება სიმპტომებს, მომღერალი აღნიშნავს, რომ მხოლოდ სიცხე აღენიშნება.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს