ლევან ვარშალომიძის მამას კორონავირუსი დაუდასტურდა
ლევან ვარშალომიძის მამას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თავად განაცხადა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ვარშალომძემ განმარტა, რომ ტესტი თავადაც გაიკეთა, თუმცა პასუხი უარყოფითია.
პოლიტიკოსის მამა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
"გუშინ კოვიდი დაუდასტურდა მამაჩემს, რომელიც რამოდენიმე დღე ბათუმის საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია. გამომდინარე აქედან, დღეს გავიკეთე ტესტი, ტესტის პასუხი უარყოფითი გახლავთ.
ამიტომ დისტანციისა და ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვით ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანია.
არ ავყვეთ პანიკას და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. შევხვდებით არჩევნებზე, 31 ოქტომბერს",- ნათქვამია ლევან ვარშალომიძის განცხადებაში.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი