"ნინი ყველა ღონეს ხმარობს რომ სიცოცხლე გამიხანგრძლივოს" - ხათუნა ჟორდანია
ხათუნა ჟორდანიამ უფროს ქალიშვილზე ნინი ქარსელაძეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს მისი სიცოცხლე, სწორედ ნინის დამსახურებაა.
ჟორდანიას თქმით, ნინი ცდილობს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს.
"მე და ნინი ერთად ვიზრდებოდით, ინტერნეტში მეჩხუბებიან, როცა ნინიზე ვამბობ, ბავშვია-მეთქი, მაგრამ ჩემთვის სულ ბავშვია. ნინიზე რაც უნდა ვილაპარაკო, ცოტა იქნება იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში არის. ამ პერიოდში განსაკუთრებულად მადლიერი ვარ ნინისი, რომელიც მე მაცოცხლებს და ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ სიცოცხლე გამიხანგრძლივოს. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ თუ დღეს მე ცოცხალი ვარ, ეს აბსოლუტურად ნინის დამსახურებაა," - აღნიშნა "რუსთავი 2-ის" ეთერში ხათუნა ჟორდანიამ.
ხათუნა ჟორდანია ფილტვის სიმსივნეს ებრძვის. მან ქიმიოთერაპიის კურსი ისრაელში გაიარა.
სიახლეები
- “მხნედ ვარ, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დადგება ფეხზე, ეს მალე მოხდება” - ბადრი ჯაფარიძე
- ცვლილებების თანახმად, სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს
- “გილოცავთ აშშ-ის რეჟიმზე გამარჯვებას - ისლამურმა რესპუბლიკამ აშშ-ს სახეში ძლიერი სილა გააწნა” - აიათოლა ალი ხამენეი
- სამარხვო ტოლმა
- სტრასბურგში ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ აგრესიის დანაშაულზე საგანგებო ტრიბუნალის შექმნის შესახებ