"ძალიან დიდხანს ვერ შევდიოდი აბაზანაში" - გრიგოლია
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია 2016 წლის პროცესებზე საუბრობს და მასზე განხორციელებული შანტაჟისა და მუქარის ფაქტებს იხსენებს.
"იცით ეს რა არის? ეს არის ადამიანის გაწირვა სიკვდილისთვის. როდესაც პირველად გავრცელდა ეს მუქარის ვიდეო, ჯერ გამიცხელდა თავი, პირველი ჩემი რეაქცია იყო, რომ ვაიმე, ინფარქტმა არ დამარტყას, მერე ვიფიქრე, ხომ არ ვკვდები, მერე ვიფიქრე, ახლა რა უნდა ვქნა. ანუ ეს არის პირველი შოკი, როცა აღმოაჩენ, რომ გემუექრებიან ასეთი სამარცხვინო და საშინელი წესით. მაგრამ ეს გამიგრძელდა 1-2 დღე, ძალიან მალე გადავლახე მაგრამ, ჩემი პირველი აზრი, რაც თავში მომივიდა იყო, რომ თავს მოვიკლავ.
ამას წინ უძღოდა სხვების კადრების გავრცელება და მეგონა, რომ მეც თუ აღმოვჩნდებოდი მათ ადგილზე, თავს მოვიკლავდი. საბედნიეროდ, ეს ძალიან ცოტა ხანს გამიგრძელდა. მეგობრები გვერდით დამიდგნენ და ძალიან გავძლიერდი, საზოგადოების რეაქციამ გამაძლიერა.
მაგრამ ეს სტრესი მერეც გრძელდება. მაგალითად, მე ძალიან დიდხანს ვერ შევდიოდი აბაზანაში. სულ მქონდა თვალთვალის განცდა. როდესაც შევდიოდი სადარბაზოში, სულ ვათვალიერებდი, ხომ არ იყო სადმე კამერა. ეს აჩენს ძალიან დიდ დამღას, ანგრევს ადამიანის ცხოვრებას.
ეს არის ომი ბინძური მეთოდებით და შეიძლება ამ დროს გული გაგისკდეს, ვერ გაქაჩო მორალურად ან ფიზიკურად, უბრალოდ ინსულტი დაგემართოს და მოკვდე" - ამბობს ჟურნალისტი.
სიახლეები
- “მხნედ ვარ, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დადგება ფეხზე, ეს მალე მოხდება” - ბადრი ჯაფარიძე
- ცვლილებების თანახმად, სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს
- “გილოცავთ აშშ-ის რეჟიმზე გამარჯვებას - ისლამურმა რესპუბლიკამ აშშ-ს სახეში ძლიერი სილა გააწნა” - აიათოლა ალი ხამენეი
- სამარხვო ტოლმა
- სტრასბურგში ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ აგრესიის დანაშაულზე საგანგებო ტრიბუნალის შექმნის შესახებ