აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო - უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, მათ შორისაა 8 სამხედრო, 5 მშვიდობიანი მოქალაქე და მათი ოჯახებისთვის გადაცემის, პანაშვიდებისა და დაკრძალვასთან დაკავშირებული ოფიციალური ცერემონიალი 14-15 აგვისტოს გაიმართება.
„სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში 14 აგვისტოს, 19:00 საათიდან, 15 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე. იდენტიფიცირებულთაგან 2 ნეშტის სამხედრო პატივით დაკრძალვა 15 აგვისტოს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე შედგება. პანაშვიდებსა და დაკრძალვას დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს