თბილისში 48 წლის მამაკაცი 4 წლის ბავშვის გატაცებას ცდილობდა
"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, თბილისში საკუთარი სახლის ეზოდან 4 წლის ბიჭის გატაცება უცნობმა მამაკაცმა სცადა.
მამაკაცმა ბავშვი მოატყუა, თითქოს მისი მამა იყო და საკუთარი სახლის ეზოდან გაიყვანა. გამტაცებელი ბავშვის ჩაყვანას უახლოეს მეტროსადგურში ცდილობდა.
თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანი ფეხშიშველი იყო და გამტაცებელი ეუბნებოდა, რომ ის მისი შვილია, მისი პატარა გოგონა, რაც მეზობლებისთვის საეჭვო გახდა.
“ფაქტიურად მეზობლებმა გადამარჩინეს. ავტომობილის მძღოლიც სავარაუდოდ მიხვდა ყველაფერს და არ ჩაიყვანა იმ ადგილზე, სადაც სთხოვდა ბავშვის ჩაყვანას გამვლელ მანქანას. თან დაინახა, რომ ჩემი მეზობლები მოსდევდნენ მანქანას. ეს პიროვნება მამად გაეცნო, მე შენი მამა ვარო და თან, ბავშვს მიმართავდა ჩემი გოგოო, ანუ გოგო ეგონა. რატომ უნდოდა საერთოდ ამ ტერიტორიიდან გაყვანა და უახლოეს მეტრომდე ბავშვის ჩაყვანა არ ვიცი” – აცხადებს მცირეწლოვანის დედა, ნატო გაბარაშვილი.
მეზობლების თქმით, მამაკაცი სავარაუდოდ ბავშვის გატაცებას თანხის გამოძალვის მიზნით გეგმავდა, რადგან მან იცოდა, რომ ბავშვის მამა საზღვარგარეთ იმყოფება.
პოლიციამ ადგილზე დააკავა, მცირეწლოვანის გატაცებაში ბრალდებული 48 წლის დავით გეჯაძე. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მომხდარი საერთოდ არ ახსოვს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით მცირეწლოვნისთვის თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი