IRI: გამოკითხულთა ყველაზე დიდი კეთილგანწყობით ილია II სარგებლობს
IRI-ის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 89%-ის კეთილგანწყობილებით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს.
პატრიარქის შემდეგ ყველაზე დიდი კეთილგანწყობა გამოკითხულებს ამირან გამყრელიძის მიმართ აქვთ - 74%.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63%-ს გიორგი გახარია მოსწონს, 57%-ს კახა კალაძე, 53%-ს - დავით ბაქრაძე, 42% -ს - შალვა ნათელაშვილი, 41%-ს ბიძინა ივანიშვილი, 41%-ს გრიგოლ ვაშაძე, 40%-ს გიორგი ვაშაძე, 37% დავით უსუფაშვილი , 36% ნიკა მელია, 34% - ალეკო ელისაშვილი, 34% არჩილ თალაკვაძე, 32% გიგი უგულავა, 32% სალომე ზურაბიშვილი, 30% ირაკლი ოქრუაშვილი, 28% ირმა ინაშვილი, 27% მამუკა ხაზარაძე, 25%ნინო ბურჯანაძე, 17% ეკა ბესელია, 14% - ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 13%.
კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში, პირდაპირი გამოკითხვის ფორმით მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 18 წლის ზემოთ ასაკის საქართველოს 1 500 მოქალაქე გამოიკითხა.
სიახლეები
- “რეკომენდაციები იქნება, თუ აუცილებლობა არაა, ძალიან სიცხე როდესაც არის, ვეცადოთ, ჩრდილში ვიყოთ, ვატაროთ მაქსიმალურად მსუბუქი, ღია ფერის ტანსაცმელი” – პაატა იმნაძე
- “უვიზო მიმოსვლის გაუქმება ისევ შანტაჟის პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება” - ირაკლი ქადაგიშვილი
- “პუტინს ეშინია ამერიკის და მე ამაში დარწმუნებული ვარ” - ზელენსკი
- ევროკავშირი საქართველოსგან მოითხოვს სადავო კანონების გაუქმებას და მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფას
- „აი ასე „ოცნებას“ ნამდვილად არ ჩავბარდები“ - გახარია საქართველოში დაბრუნების შესახებ