საქართველოს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საელჩო ისრაელში, ინფორმაციას იმ ახალი რეგულაციების შესახებ ავრცელებს, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელის ტერიტორიაზე 11 აგვისტოდან შევა ძალაში.
„ღია სივრცეში დაშვებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 20-ს, ხოლო დახურულში 10-ს. შეზღუდვა ვრცელდება, როგორც სამუშაო და საჯარო ადგილებზე, ისე კერძო ტერიტორიებზე.
კერძო ავტომობილში მძღოლის გარდა დაშვებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 2-ს. შეზღუდვა არ ვრცელდება ერთ სივრცეში მცხოვრებ პირებზე.
კვებით ობიექტების დახურულ სივრცეში 20, ხოლო ღია სივრცეში 30 ადამიანის შეკრებაა შესაძლო, სასტუმროს რესტორნებში მომსახურე პერსონალთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს. საცურაო აუზში, ყოველ 6მ² ერთი ადამიანი.
პროდუქტის შინ მიტანის შემთხვევაში კურიერს მისი დატოვება კართან ევალება.
დაიკეტება: დისკოთეკები, ბარები და პაბები, სადღესასწაულო დარბაზები და ბაღები, გასართობი და აკვაპარკები“,- აღნიშნულია საქართველოს საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი