როგორ მოხდება რაჭის სოფლების პროდუქტებითა და მედიკამენტებით მომარაგება
სტიქიის შედეგად დაზიანებული ყველა ადგილი ვნახეთ.
ვგეგმავთ, ის რამდენიმე დღე, ვიდრე სოფლები მოწყვეტილი იქნება, როგორ მოხდება დაკავშირება, პროდუქტებითა და მედიკამენტებით მომარაგება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა განაცხადა.
„დაახლოებით დილის 5 საათიდან დაიწყო სტიქია, ძალიან უხვი ნალექი იყო. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებია გზებზე, ზოგიერთ შემთხვევაში მარტივად შეიძლება აღმოიფხვრას პრობლემა, ზოგან კი უფრო რთული სამუშაოა ჩასატარებელი. რაც შეეხება წყალს, ონის სათავე ნაგებობებიდან გამოდის ორი ცენტრალური მაგისტრალი. საბედნიეროდ, ერთი მაგისტრალი დაზიანებული არ არის და ქალაქს წყალი მიეწოდება. მდინარისთვის კალაპოტის შეცვლის შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ ტექნიკური ჯგუფები კიდევ უფრო გამართავენ წყლის მილებს და მოსახლეობის წყალმომარაგებაში შეფერხება არ გვექნება,“ - აცხადებს ილია ბეგიაშვილი.
მისივე ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე გამოიყვანეს ის მოქალაქეები, ვინც დახმარებას ითხოვდა და ამ დროისთვის არც ერთ სოფელში ევაკუაციასთან დაკავშირებული პრობლემა არ არის.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს