" არც ერთ მათგანს ხელს არ დავაფარებ და არ დავიცავ, ვინც დამნაშავეა ამ ყველაფერში" - იუბილარი დუმილს არღვევს
გოგონა, რომლის დაბადების დღის წვეულებაზე დაწყებულ კონფლიქტის შემდეგ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი დაიღუპა, ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით გულგრილობა გამოიჩინეს.
როგორც გოგონა ტელეკომპანია "პირველთან" ინტერვიუში ამბობს, ის არ აპირებს, ვინმეს ხელი დააფაროს.
"არ მინდა იმის თქმა, რომ მე არაფერ შუაში ვარ, რადგან შეიძლება ერთ ზარს შეეცვალა ბევრი რამე, თუნდაც 112-ში რომ დამერეკა ან რამე ეგეთი... გულგრულობაც იყო ჩვენი მხრიდან, ალბათ" - ამბობს გაბეჩავა.
ის იხსენებს, რომ აგარაკზე მომხდარი დაპირისპირებისას "გიორგი აშველებდა მათ და საბურთალოელების მხარეს იდგა".
"მე მადანაშაულებენ ყველაფერში, თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი იყო... ვერ წარმოვიდგენდი, რომ იქ მყოფ რომელიმეს მსგავსი რამის გაკეთება შეეძლო. არც ერთ მათგანს ხელს არ დავაფარებ და არ დავიცავ, ვინც დამნაშავეა ამ ყველაფერში" - ამბობს გაბეჩავა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს