"მე მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომლის გაჟღერებისგან ახლა თავს შევიკავებ" - გიორგი შაქარაშვილის ბიძა
კითხვაზე, რატომ უნდა გასწორებოდნენ გიორგი შაქარაშვილს თავდამსხმელები მაშინ, როცა არ გაუსწორდნენ გურამ ამირხანაშვილს, რომელიც „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით თავად წაიყვანეს თბილისში – გარდაცვლილის ბიძა პასუხობს, რომ მას ამ საკითხზე აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ახლა ვერ გაასაჯაროებს.
როგორც მირიან ნიკოლაძ ამბობს, ამ კითხვებზე პასუხი ექსპერტიზის დასკვენებთან ერთად, შესაძლოა, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი გასაღები იყოს.
„ეს არის იმდენად საკვანძო სიტყვა, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ექსპერტიზის დასკვენებთან ერთად ერთ-ერთი ასე ვთქვათ გასაღები ამ მოვლენის ახსნისთვის იყოს ესეც.
მე მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომლის გაჟღერებისგან ახლა თავს შევიკავებ, თუმცა ვადასტურებ, რომ ამ კითხვებს აქვს დიდი მნიშვნელობა საქმისთვის და შესაძლებელია მან ბევრ კითხვას გასცეს პასუხი“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
სიახლეები
- პაკისტანში წყალდიდობების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
- ზელენსკი ტრამპს ორშაბათს ვაშინგტონში შეხვდება
- “მოლაპარაკებები პატივისცემით სავსე და კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა” - პუტინი
- ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო
- ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა კიდევ 6 ადამიანი