მეცნიერებმა შექმნეს ხელთათმანი, რომელიც სხეულის ენას თარგმნის
ლოს-ანჯელესის, კალიფორნიის უნივერსიტეტის ინჟინრებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც სხეულის ენას სიტყვებად თარგმნის.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
სმარტფონის პროგრამის გამოყენებით, ჟესტები წინადადებებად მომენტალურად გადაითარგმნება, თუმცა, პროგრამა, ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. პროექტის მიზანიაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კომუნიკაციის გამარტივებაა.
”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს საშუალებას მისცემს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, ეკონტაქტნონ იმ ადამიანებს, რომლებიც სხეულის ენას არ ფლობენ”, - განაცხდა მთავარმა სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ჯუნ ჩენმა.
სისტემაში შედის წყვილი ხელთათმანი, რომელთაც თითების გასწვრივ მოქნილი სენსორები აქვთ დაამგრებული. სენსორები აღიქვამენ ხელების მოძრაობებს და უსადენოდ გადასცემენ მათ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც მოძრაობას ამოიცნობს და მას ფრაზებად გარდაქმნის.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს