მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ჩარტერულ რეისებს არა ერთი, არამედ რამდენიმე ავიაკომპანია განახორციელებს
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ეკონომიკის სამინისტროს, უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ჩარტერული რეისების განრიგის შემუშავება დაავალა.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბილეთის ფასი 200 ევროს არ უნდა აჭარბებდეს და ჩარტერული რეისები არა ერთი, არამედ რამდენიმე ავიაკომპანიის მიერ უნდა შესრულდეს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან გამოგვყავდა ჩვენი თანამემამულეები. ეკონომიკის სამინისტროს აქვს დავალება, რომ ორშაბათისთვის არსებობდეს განრიგი მისაღები ფასებით, არ უნდა იყოს კატასტროფული ფასები. ეს არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიაკომპანიამ, უნდა შეასრულოს რამდენიმე ავიაკომპანიამ,“ - აღნიშნა გახარიამ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი