"ნიკა გვარამიამ ამ ოჯახს თავი დაანებოს" - შაქარაშვილის ბიძა
შაქარაშვილების ოჯახს გამოძიების მიმართ უნდობლობა არ აქვს, - ამის შესახებ განცხადება გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ნათესავმა და ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ გააკეთა.
მისი თქმით ზოგიერთი ტელევიზია თემის პოლიტიზებას ცდილობს.
„არანაირი უნდობლობა გამოძიებასთან არ გვაქვს, ერთობლივ ღონისძიებებს ვახორციელებთ, ვაანალიზებთ ვითარებას.
ერთადერთ რამეს ვგრძნობ ზოგიერთი არხისგან, რომ მოხდეს თემის პოლიტიზება. მიხედოთ თავიანთ თავს, მიხედონ თავის ინტერესებს და ჩვენ თავი დაგვანებონ.
ნიკა გვარამია პირადად მოდიოდა ჩემთან, მოჰყავდა თავისი ახლობლები და ნათესავები, რომლებთანაც ახლა ვმეგობრობ და ერთმანეთზე კარგი, თითით საჩვენებელი ადამიანები არიან. მოჰყავდა და მეუბნებოდა, შენს მეტს ვერავის ვენდობი, შენი კვალიფიკაციის გარდა მე ვერავის ჩავაბარებ ამ ხალხსო. შე დალოცვილო, სამოსანი თუ ვიყავი, კუდ-ის და სოდ-ის აგენტი თუ ვიყავი, კლიენტი თუ არ მყავდა, რას ერჩოდი იმ ხალხს, ჩემთან რომ მოგყავდა.
ომს არ ვაპირებ, მაგის ნერვები არ მაქვს, გადართული ვარ, ბავშვზე უნდა დავადგინო სიმართლე, ეს არის ჩემი ნომერი პირველი ამოცანა და ვიცი, რომ დავადგენ კიდეც. მაგას უნდა პოლიტიკური შეკვეთები, წავიდეს და თავის თავს მიხედოს, ამ ოჯახს თავი დაანებოს“, - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი