"პრემიერი "ჯიგრულ პონტშიც" კი ვერ მეუბნება, ნუ გეშინიაო" - გიორგი გაბუნია
„პრემიერ-მინისტრი „ჯიგრულ პონტშიც“ კი ვერ მეუბნება, გიორგი ნუ გეშინია, მაგარი ხელისუფლება ვართ და შენ არაფერი გემუქრებაო“,- ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ გააკეთა.
მისი თქმით ინფორმაციის გახმაურების შემდეგ, რომ მის ლიკვიდაციას გეგმავდნენ, სახელმწიფო უწყებებიდან არავინ დაკავშირებია. მათ შორის გიორგი გაბუნიას ინფორმაციით, მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია საგამოძიებო ორგანოებს და მისთვის არავის უთქვამს ელის თუ არა მას კვლავ საფრთხე.
სიახლეები
- პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
- უკრაინის ძალებმა ასტრახანის პორტში ირანული დრონების გადამზიდი გემი გაანადგურეს
- “მოგონილი საკითხია, თითქოსდა ევროპულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება კანონი გამჭვირვალობის შესახებ” - გიორგი ვოლსკი
- “უკრაინელებმა რუსეთში დრონებისთვის განკუთვნილი ირანიდან ჩატანილი კომპონენტებით დატვირთულ გემს დაარტყეს” - უკრაინის გენშტაბი
- ანკორიჯში უკრაინის მხარდამჭერი აქციები დაიწყო