"თუ აბიტურიენტს აქვს ალერგია, ჩვეულებრივი გაციება, სურდო ან ნორმალური ტემპერატურა 37 გრადუსი აქვს, არ უნდა დაიჩაგროს"
ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე შემთხვევით არ მოხვდეს ინფიცირებული აბიტურიენტი - კორონავირუსის სიმპტომებით ადამიანი უნდა იყოს წინასწარ დიაგნოსტირებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აბიტურიენტებისთვის, რომელთაც ჩვეულებრივ 37 გრადუსი ტემპერატურა აქვთ ან სიმპტომები სხვა დაავადების გამო აღენიშნებათ, ეს გამოცდაზე არდაშვების საფუძველი არ უნდა გახდეს.
„მომატებული რისკის საპასუხოდ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე შემთხვევით არ მოხვდეს ინფიცირებული აბიტურიენტი, რომელიც შეიძლება გახდეს წყარო შემდგომში ინფიცირების მასობრივი გავრცელების და ამისთვის შემუშავდა რეკომენდაციები.
კერძოდ, მოგეხსენებათ კოვიდინფექციის მთავარი კლინიკური გამოვლინება არის რამდენიმე სიმპტომი: ტემპერატურის მომატება, ხველა, სუნთქვის უკმარისობა. შეიძლება იყოს ცემინება, ამიტომ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ამ სიმპტომებით ადამიანი იყოს წინასწარ დიაგნოსტირებული, რომ არ შევიდეს გამოცდაზე ინფიცირებული. იგივე სიმპტომები განსაკუთრებით ზაფხულში შეიძლება ახასიათებდეს სხვადასხვა დაავადებებს და ჩვენ აბიტურიენტი არ უნდა ჩავაყენოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ თუ მას აქვს ალერგია, ან აქვს ჩვეულებრივი გაციება, სურდო ან ნორმალური ტემპერატურა 37 გრადუსი აქვს, არ უნდა დაიჩაგროს და არ უნდა იყოს აუცილებლობა, მისი გამოცდის გადავადების ან არდაშვების“,- განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- "ეს ომი კი სულ უფრო და უფრო ემსგავსება დაუნდობელ სისხლსიმღვრელ დაპირისპირებას, ფაქტობრივად, III მსოფლიო ომის გახურებული ფაზის ეტაპია"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- "პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, მომავალში ბირთვული იარაღის წარმოება გაგრძელდება - ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, აშშ-სთვის ახალი ომი დაიწყო"
- "დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა"
- "აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო" - ირანის საგარეო უწყება