"ვეღარ ვცნობ ჩემს ტელევიზიას" - რას წერს "TV პირველის" მფლობელი
მას შემდეგ, რაც TV პირველის დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ საჯაროდ გააკეთა განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ, ტელეკომპანიის მფლობელმა, ვახტანგ წერეთელმა მას ასევე საჯაროდ გადაუხადა მადლობა.
როგორც წერეთელი სოციალურ ქსელში წერს, მას გრიგოლიას შემცვლელის ძებნა არც უფიქრია და ტელეკომპანიას თავად უხელმძღვანელებს.
მისივე თქმით, ინგა გრიგოლიამ წარმოუდგენლად მოკლე დროში მოახერხა არხზე წარმატებული პროექტების განხორციელება.
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს,ინგა გრიგოლიას,რომლის დირექტორობის დროს ტვ ,,პირველმა,, მიაღწია უდიდეს წარმატებებს, წარმოუდგენლად მოკლე დროში მოახერხა გაეკეთებინა ბევრი ახალი პროექტი, საინტერესო, ყურებადი, შინაარსიანი და დინამიური. ერთი წელიც არ გასულა, რაც მან ეს პოზიცია დაიკავა და მე თვითონვე ვეღარ ვცნობ ჩვენს ტელევიზიას. არ აქვს არც ერთი დასვენების დღე, მუშაობს კვირაში შვიდი დღე,ნდილიდან ღამემდე, დაუჯერებელ ენერგიას ახარჯავს საქმეს, რომელიც ასე ძალიან უყვარს.
შევეცადე, გამეგო მისი გადაწყვეტილების. მიყვარს, ვაფასებ და სულ მაქვს მისი იმედი, დირექტორი იქნება თუ არა, ის სულ დირექტორია ჩემს თვალში. სტატუსითაც და უსტატუსოდაც. წარმატებებს ვუსურვებ ინგას, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ტვ ,,პირველის ,,შექმნაში და განვითარებაში და აქვე პირობას ვაძლევ, რომ დავტვირთავ უფრო მეტად)))))))))))).
ინგას შემცვლელის ძებნა არც მიფიქრია, ორშაბათიდან ტვ ,,პირველის,, გენერალური დირექტორი გავხდები მე თავად. წარმატებები ჩვენ ყველას ერთად.
ინგა ,მიყვარხარ!" - წერს ვატო წერეთელი.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს