უსაფრთხო სატრანსპორტო დერეფნის პროტოკოლი შემუშავდა
საქართველოში შემუშავდა უსაფრთხო სატრანსპორტო დერეფნის პროტოკოლი, რომელიც მიეწოდა ყველა მეზობელ და პარტნიორ ქვეყანას.
ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, კორონავირუსის გამო საქართველოს, ისევე როგორც სხვა ქვეყნების სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრია, უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.
"2020 წლის იანვარ-მარტის პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ დამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 4.0 ათასი ტონა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია 26.4 პროცენტით. შემცირება განპირობებულია ამ ეტაპისთვის რეგულარული სამგზავრო ფრენების შესრულების შეჩერებით, რომლის მეშვეობითაც ასევე დიდი რაოდენობით უზრუნველყოფდნენ ტვირთების გადაზიდვას. რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა მომსახურებას, 2020 წლის იანვარ-მარტის პერიოდში საქართველოს აეროპორტები 0.7 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ასევე შემცირებულია 30.1 პროცენტით“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ანგარიშში.
როგორც დოკუმენტში მთავრობა განმარტავს, რეგულარული სამგზავრო საჰაერო გადაყვანების შეზღუდვის მიუხედავად, საქართველოში არ შეზღუდულა რეგულარული და ჩარტერული სატვირთო ფრენები და ჩარტერული სამგზავრო ფრენები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები დაუბრუნდნენ სამშობლოს და საქართველოში მყოფი სხვა ქვეყნის მოქალაქეები თავიანთ ქვეყანაში გაემგზავრნენ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი