დღეიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები მომხმარებელს 09:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურებიან
დღეიდან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის იუსტიციის სახლები მომხმარებელს 09:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურებიან.
ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
წულუკიანის თქმით, აღნიშნული სერვისი იმუშავებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
„იმისათვის, რომ ამ სამ იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად მოხვდეთ, აუცილებელი იქნება მოქალაქის პორტალი my.gov.ge ანუ ჯავშნის სისტემა. ეს საშუალებას მისცემს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ვერ ახერხებს იუისტიციის სახლში მოხვედრას, ამ სერვისით ისარგებლოს სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც. ხუთენოვანი პორტალი my.gov.ge, რომელიც მუშაობს ქართულ, აფხაზურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე, იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. დავაკვირდებით როგორი იქნება მოქალაქეების კმაყოფილების ხარისხი ამ სერვისთან დაკავშირებით და თუკი იქნება ეს სერვისი მოთხოვნადი, პანდემიის დასრულების შემდეგაც ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ეს სერვისი მომავალშიც შევინარჩნოთ. ყველა სერვისის მიღებისას, იქნება ეს იუსტიციის სახლები, საზოგადოებრივი ცენტრები თუ სანოტარო ბიუროები, პირბადე და სხვა ის პირობები, რაც დაგვიდგინა ჯანდაცვის სამინისტრომ იქნება როგორც მომსახურე პერსონალის, ასევე მომსვლელი მოქალაქისთვის სავალდებულო“, - განაცხადა წულუკიანმა.
სიახლეები
- "ეს ომი კი სულ უფრო და უფრო ემსგავსება დაუნდობელ სისხლსიმღვრელ დაპირისპირებას, ფაქტობრივად, III მსოფლიო ომის გახურებული ფაზის ეტაპია"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- "პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, მომავალში ბირთვული იარაღის წარმოება გაგრძელდება - ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, აშშ-სთვის ახალი ომი დაიწყო"
- "დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა"
- "აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო" - ირანის საგარეო უწყება