კახეთი ,,მწვანე ზონის" სტატუსს არ კარგავს - ეპიდსიტუაცია რეგიონში
კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია.
დღეის მდგომარეობით COVID-19 -ის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, 22 მაისს ლუგარის ლაბორატორიაში რეგიონიდან 28 კვლევის ნიმუში გააგზავნეს და ყველა პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
,,ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე, მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ, სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 3662 ნიმუში, აქედან 1180 მედპერსონალია, 1365 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 193", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში.
ამ დროისთვის, კახეთის რეგიონში, თვითიზოლაციაში იმყოფება 13 მოქალაქე. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 8 ლოკაციაზე იმყოფება 219 მოქალაქე.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს