"მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნება" - კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გარკვეული მიმართულებით შეზღუდვების შენარჩუნება საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგაც იქნება საჭირო.
მისივე თქმით, შეზღუდვებს დროებითი ხაზიათი ექნება და გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგების რეკომენდაციიდან გამომდინარე მიიღებენ.
„საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ რაღაც მიმართულებებზე მოგვიწევს შეზღუდვების გაგრძელება, ისევ და ისევ მაქსიმალური სიფრთხილის შესანარჩუნებლად. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, დროებითი იქნება და ეპიდემიოლოგების ყოველდღიური სიტუაციის ანალიზიდან გამომდინარე იქნება გადაწყვეტილებები მიღებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს