საქართველოს რომელ რეგიონშია კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის კვლევის ანალიზს აქვეყნებს.
კვლევის ფარგლებში გაანალიზებული იქნა 2020 წლის 26 თებერვლიდან საქართველოში აღრიცხული COVID-19 დაინფიცირების პირველი 500 შემთხვევის ეპიდემიოლოგიური მახასიათებლები, რომელთა დადასტურება მოხდა PCR მეთოდით.
2020 წლის 11 მაისის მდგომარეობით ჩატარდა 32 283 ტესტი. ტესტირების ე.წ. დადებითი შედეგის სიხშირე (positive rate) 2%-ს შეადგენს.

COVID-19 ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ექსპოზიციის ადგილის მიხედვით, ყველაზე მაღალია ქვემო ქართლის რეგიონში, ყველაზე დაბალი - შიდა ქართლსა და იმერეთში. თბილისის, აჭარის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონები შუალედურ პოზიციას იკავებენ. საქართველოს დანარჩენ რეგიონებში დაავადების შემთხვევები არ დაფიქსირდა. იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობა იყო 95.

სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს