მეუფე იობი ყინწვისის ინციდენტზე - "ნასვამმა არც ერისკაცი იცის და არც სასულიერო პირი"
რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა განაცხადა, რომ ყინწვისის მამათა მონასტერში დაპირისპირება არა მონასტრის სასულიერო პირებს, არამედ ერისკაცებს შორის მოხდა.
„ნასვამმა არც ერისკაცი იცის და არც სასულიერო პირი. მათ ჩხუბი არ ჰქონიათ. იმ დღეს მამა საბა შესარიგებლად იყო ჩამოსული, პატარა კონფლიქტი ჰქონდათ მანამდე, ესეც ნასვამობასთან დაკავშირებით. არაფერი გასროლა, ჰაერში გაისროლეს შეჩერების მიზნით“, - უთხრა მან ჟურნალისტებს. შეკითხვაზე, თუ რა შუაში იყვნენ სასულიერო პირები ერისკაცების დაპირისპირებასთან, მიტროპოლიტმა ასე უპასუხა: „მამა საბამ ამაზე გააკეთა განცხადება და მამა დავითიც იტყვის, ალბათ, როცა გამოვა“.
სასულიერო პირ დავით აქიაშვილს (საერო სახელი კობა კობაიძე), ბრალი ოფიციალურად 28 აპრილს წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 20 აპრილს გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება დაზარალებულად არქიმანდრიტ საბას (ჟღენტი) მიიჩნევს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს