სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება
FirstNews.ge გთავაზობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგებას მენელსაცხებლე დედების ხსენების დღესასწაულზე:
"გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დღეს არის მენელსაცხებლე დედების ხსენება. დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ ის, რაც გააკეთეს მათ და რამდენი გაბედული ნაბიჯი გადადგეს. იმ დროს, როცა მოციქულებმა დატოვეს ჯვარცმული მაცხოვარი, მენელსაცხებელი დედები ჯვართან იდგნენ და იქ იზიარებდნენ ტკივილს მაცხოვრისას. მენელსაცხებელმა დედებმა თავისი მხრებით იტვირთეს სიმძიმე ეკლესიისა. ისინი ქადაგებდნენ მთელ მსოფლიოში და ჩვენ ვმადლობთ და თაყვანს ვცემთ მათ ღვაწლს.
შემთხვევით არ არის, რომ ჩვენმა წინაპრებმა თამარ მეფე მიაკუთვნეს მენელსაცხებელ დედებს და გაუთანასწორეს მათ.
მარიამ მაგდალინელი და სხვები ხარობენ და ზეიმობენ აღდგომას მაცხოვრისა. მათი ლოცვა -კუთხევა შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს.
ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას უჭირს, როცა ხალხს უჭირს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას. ეკლესია აღაშენა მაცხოვარმა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას.
შეგეწიოთ მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა. სიხარული და სიყვარული, წყალობა და მადლი უფლისა იყოს თქვენ ზედა!"
სიახლეები
- ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა
- “ფონ დერ ლაიენის მსგავსმა პოლიტიკოსებმა ორ მსოფლიო ომში ჩაგვითრიეს” - ორბანი
- “სატვირთო ავტომობილის მძღოლს ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის სპეცსამსახურებმა გადასცეს” - სუს-ი
- დაცული ტერიტორიების სააგენტოს 8 თვის მონაცემებით, ყველაზე მონახულებადი 5 დაცული ტერიტორიაა: მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი
- კახა კალაძე გედევან ფოფხაძეზე: “ის ყველაფრის მკადრებელი ადამიანია – გერმანიის ელჩისგან რა განცხადებას ელოდებით, ჩვეულებრივი რადიკალია”