"ხუმრობენ, რომ ჭაჭა გვიცავს, მაგრამ ეს ყველას შრომის შედეგია" - როგორ ახერხებს კახეთი მწვანე ზონად დარჩენას
საქართველოში ამ დროისთვის კორონავრუსის 306 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 71 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაცვლილი.
შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ასევე დღეიდან, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით შესვლა და გამოსვლა აიკრძალა. მკაცრი საკარანტინე ზომები მოქმედებს ქვეყნის რამდენიმე რეგიონში.
თუმცა ამ დრომდე მწვანე ზონად რჩება კახეთი, სადაც კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ადგილობრივ მოსახლეობას იმედი აქვს,რომ ეპიდსტაბილურობა შენარჩუნდება და ყველა უწყება, როგორც აქამდე პრევენციულ ზომებს გააკონტროლებს.
"კახელებმა გავითვალისწინეთ მოსალოდნელი სააფრთხე. ვცდილობთ, დავიცვათ წესები. ახლა ჩვენთან სოფლის მეურნეობა აქტიურად მიმდინარეობს და წესებს იქაც კი ვითვალისწინებთ - ვიცავთ დისტანციას. ჯარიმის შიშიც გვაქვს, ვენახშიც გვაკითხავს პოლიცია, მაგრამ ყველას შრომას პატივს ვცეემთ. რიგი დაიცავიო, ერთხელ რომ გეტყვიან, გასაგები უნდა იყო!" - ამბობენ კაახელები ჩვენთან საუბრისას.
რა ღონისძიებები ტარდება რეგიონში და როგორ იცავს თავს კახეთი კორონავირუსისგან, ამ კითხვებით AMBEBI.GE-მ ლაგოდეხისა და სიღნაღის მერებს მიმართა:
"იცით, რომ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სწორი, თანმიმდევრული და ეფექტური ნაბიჯები განახორციელა. დროული პრევენცია გაატარა ვირუსის გავრცელების წიინააღმდეგ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, კახეთში სტაბლურობა შევინარჩუნეთ. ეს თითოელი უწყების დამსახურება - ჯანდაცვის, პოლიციის, მუნიციპალიტეტის თანამშრომლების. მათი, ვინც ჯაჭვურად და ერთიანად მოქმედებს ამ უხილავი მტრის წიიინააღმდეგ. აბსოლუტურად ყველა მუშაობს თავდაუზოგავად. თუნდაც რიგების, თერმოსკრინინგის და საინფორმაციო კამპანიის კუთხით".
გოგი გოგილაშვილი, სიღნაღის მერი:
"ტყუილად კი არ ვთქვით, კორონას დამარცხება სიღნაღიდან იწყება და ასეც არის. როგოც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების ერთიანობითა და თავდაუზოგავი შრომით კახეთი მწვანე ზონად ტჩება. იმედია ასეც გაგრძელდება. ჩვეენ მოდუნებას არ ვაპირებთ - პოლიცია, ჯანდაცვა, მუნიციპალიტეტი, მოხალისეთა ჯგუფები ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ პევენციულ ზომებს.
სიღნაღში რომ გაიაროთ თქვენვე დარწმუნდებით, ასევე წნორში, სადაც პირველ დღეეში პოლიციასთან ერთად რიგების რეგულურება გვიწევდა. ახლა თითქოს ხალხმაც გააითავისა და თვითონვე იცავენ წესებს. კი ხუმრობენ კახელებს ჭაჭა და საჭმელი იცავსო, მაგრამ ეს ყვალაას შრომის შედეგია".
სიახლეები
- “იმედი მაქვს, როცა აშშ-ის ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის და არა „დიფ სთეითის” სამსახურში, როგორც ამას ყოფილი ელჩები აკეთებდნენ გასული წლების განმავლობაში” - ირაკლი კობახიძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 სექტემბრისთვის
- ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა
- “ფონ დერ ლაიენის მსგავსმა პოლიტიკოსებმა ორ მსოფლიო ომში ჩაგვითრიეს” - ორბანი
- “სატვირთო ავტომობილის მძღოლს ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის სპეცსამსახურებმა გადასცეს” - სუს-ი