"წელს განგებამ სხვანაირად გამოგვიწერა" - როდის მიიტანენ წმინდა ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში?
წმინდა ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის ღამეს 23:00 საათის შემდეგ მიიტანენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში პოლიგრიმ ტურსის ტურიზმის დირექტორმა, ცისანა გემაზაშვილმა განაცხადა, რომელიც ისრაელში ორ სასულიერო პირთან ერთად ერთად გაემგზავრება.
მისივე ინფორმაციით, წმინდა ცეცხლს სასულიერო პირებს საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი აეროპორტში, თვითმფრინავში გადასცემს.
"წელს განგებამ სხვანაირად გამოგვიწერა. თვითმფრინავში ვიჯდებით მხოლოდ ორი სასულიერო პირი და მე. თვითმფრინავში ამოგვიტანს საელჩოს თანამშრომელი მადლმოსილ ცეცხლს. მადლობა პატრიარქს, მივიღე მისგან კურთხევა და წელს კიდევ გავახარებ ჩემს ერს, ჩემს დედა ეკლესიას, ყველას. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ სიყვარული დაგვაკლდა. უნდა გავამრავლოთ სიკეთე. 23:15 საათზე ჩამოფრინდება თვითმფრინავი თბილისის საერთაშრისო აეროპორტში. აქედან თვითმფრინავი ჩაფრინდება თელ-ავივის ბენგურიონის აეროპორტში, თუმცა არ გვაქვს თვითმფრინავიდან გადასვლის უფლება, არც მამა დავითს, არც მამა თეიმურაზს და არც მე“, - განაცხადა გემაზაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ამავე თვითმფრინავით ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ნაწილსაც წამოიყვანენ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს