საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივ დაბრუნებას განაგრძობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები შემდეგი მიმართულებით:
✔️ 16 აპრილი - პარიზი-თბილისი
✔️ 18 აპრილი - თელავივი-თბილისი
✔️ 21 აპრილი - რომი-თბილისი
აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”.
ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო.
მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება :
7 აპრილი - ათენი-თბილისი
10 აპრილი - ლარნაკა - თბილისი
12 აპრილი - ბერლინი-თბილისი
14 აპრილი - ამსტერდამი-თბილისი
მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი,ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი.
სიახლეები
- თბილისის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- “მტკივნეულად განვიცადეთ თითოეულის დაპატიმრება და კიდევ უფრო მტკივნეული იყო ქალების დაპატიმრება, ნელი ნავერიანი სვანებმა არ გაატანეს – ამიტომ, გამოიგზავნა ვერტმფრენი და აწიეს ჰაერში – ასე ვთქვათ, სვანეთს ქალი მოსტაცეს – ეს არის იმ ღირებულების ხელყოფა,
- სან-დიეგოში ჩამოვარდა მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა
- “ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, სახელმწიფო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს, სხვანაირად გამორიცხულია, მაშინ სახელმწიფო არ ხარ” - მიხეილ ყაველაშვილი
- ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა