ორშაბათიდან დამატებით 9 კლინიკა მიიღებს კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს
დღეისათვის 20 კლინიკაა საქართველოს მასშტაბით მობილიზებული იმისთვის, რომ მიიღოს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
„ორშაბათიდან ჩაერთვება დამატებით კიდევ 9 კლინიკა და პაციენტების ზრდასთან ერთად, შესაძლებლობა არის, რომ ჩაერთოს კიდევ 6 კლინიკა. რომელიც იქნება სრულიად მობილიზებული კოვიდთან ბრძოლაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი სიტყვებით, რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები მუდმივ მონიტორინგს უწევენ ამ ჰოსპიტლებს და, შესაბამისად, ხელისუფლება მუდმივად ფლობს ინფორმაციას საავადმყოფოებში არსებული საჭიროებების შესახებ.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეტაპობრივად რეგიონებში 31 საავადმყოფო მიიღებს კორონავირუსით ინფიცირებულ და ცხელებიან პაციენტებს, აქვე მოხდება მათი გადანაწილება, საავადმყოფოების, თვითიზოლაციის, კარანტინის თუ შინ მკურნალობის მიმართულებით.
3 აპრილის 14:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 148 შემთხვევა. მათგან 27 გამოჯანმრთელებულია.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს