გერმანიის ქალაქ ებერსბერგში 22 ქართველ სტუდენტს დამსაქმებლებმა სამუშაო კონტრაქტი შეუჩერეს
გერმანიის ქალაქ ებერსბერგში 22 ქართველ სტუდენტს დამსაქმებლებმა სამუშაო კონტრაქტი შეუჩერეს.
22 სტუდენტიდან 10 იმერეთის სხვადასხვა რეგიონის, ხოლო 4 ქუთაისის მაცხოვრებელია. ისინი ვერ ახერხებენ ქვეყანაში დაბრუნებას და ფაქტიურად ჩვენი 22 მოქალაქე ქუჩაში დარჩა.
მათი ცნობით საელჩოს მხოლოდ ერთი პასუხი აქვს - „იპოვეთ ალტერნატიული გზა“. ერთადერთ ალტერნატიულ გზაზე, რაც სტუდენტებმა იპოვეს, ბილეთის ფასი 3400 ლარია.
უკვე აღებული ხელფასი ბინის ქირაში გადაიხადეს და ამჟამად მაღაზიებში საკვების ყიდვასაც ვერ ახერხებენ, რადგან ბარათზე თანხა არ აქვთ და სხვაგვარად კორონავირუსის გამო საკვების ყიდვა შეუძლებელია.
საქართველოს მოქალაქეები აღმოჩდნენ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, არ იციან როგორ მოიქცნენ და არიან სახსრების გარეშე. საელჩო უნდა იყოს უფრო ქმედითი და აღრიცხოს ყველა ჩარჩენილი თანამოქალაქე.
მივმართავთ ქალაქისა და ქვეყნის სახელისუფლებო ორგანოს წარმომადგენლებს - თითოეული მათგანი მზადაა კარანტინისთვის და ელოდება საქართველოს საელჩოს რეაგირებას.
სიახლეები
- "წამართვეს სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი - შემიზღუდეს არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები"
- ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს
- “ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი
- "საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4 პროცენტი, 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ზრდის შენელება" - ევროკომისიის ანგარიში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მაისისთვის