„ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი, მეტს ვეღარ დავწერ“ - ეკა ხოფერია ამსტერდამიდან დაბრუნებული შვილის შესახებ
მოგეხსენებათ, კორონავირუსის გამო ქვეყნის საზღვრებს გარეთ სამუშაოდ, სასწავლებლად, თუ სამოგზაუროდ წასულ ადამიანებს საქართველოში დაბრუნება უწევთ. განსაკუთრებით რთულია იმ დედების მდგომარეობა, რომელთა შვილები ახლა ევროპაში არიან, იქ, სადაც COVID 19-ის აფეთქებაა. ეკა ხოფერიას შვილი ანანო ლევიძე სამშობლოში დაბრუნდა, პროცედურა მის შემთხვევაშიც სტანდარტული იყო. აღელვებული დედა სოციალური ქსელით მშობლებს ამხნევებს:
„მიუნხენი-თბილისის რეისი შესრულდა. ყველა თბილისშია. მათ შორის, ჩემი შვილიც. პროცედურა იყო ასეთი: დაგვირეკეს გუშინ, მოვიდნენ, დეტალურად შეამოწმეს ბინა, ყველაფერი. აგვიხსნეს, მოგვცეს ინსტრუქცია, როგორ და რა უნდა გავაკეთოთ. აეროპორტიდან სპეც. მანქანით მოიყვანეს, აიღეს გასაღები და ანანო გავიდა ორკვირიან თვითიზოლაციაში.
ახლა რა მინდა ვთქვა, მთავარი! უდიდესი მადლობა ამ მართლაც ფასდაუდებელი შრომისთვის თქვენ ყველას, ვინც 24 საათი დაუღალავად შრომობთ, ყველას! ჩვენს საელჩოებს, საკონსულოებს, აეროპორტის თანამშრომლებს, საგანგებო სამსახურს, მესაზღვრეებს, ექიმებს, მთელ მედპერსონალს და ზოგადად ხელისუფლების ყველა რგოლის წარმომადგენლებს. გავა დრო და ამას ასიათასჯერ დავწერთ და ვიტყვით.
ჩვენი მადლიერება კი იქნება უმაღლესი დონის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება ორ სიტყვაში: დავრჩეთ სახლში.
გაასმაგებული ყურადღებითა და სამაგალითოდ სწორედ ახლადდაბრუნებული და ჩამოსული მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები უნდა მოვიქცეთ.
ყველა მშობელს გისურვებთ ძალიან მალე თქვენი შვილების დაბრუნებას და ზუსტად ვიცი, ეს უმოკლეს დროში მოხდება მშვიდობიანად და კარგად. არ იღელვოთ, რთულია, მაგრამ ეცადეთ.
და აი, ახლა ცოტა ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი, მეტს ვეღარ დავწერ. მოკლედ, მაგრად დავდგეთ, მეგობრებო, და დავძლევთ“.
სიახლეები
- “ყველაფერი პირადი უკან უნდა გადავწიოთ და ვიფიქროთ ერთობლივ ბრძოლაზე, „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და გახარიას გუნდებს შორის მემორანდუმი სწორედ ამის დასტურია” – ხაზარაძე
- „ჩვენ ცუდს არაფერს გთავაზობთ, ნუ გეშინიათ, ყველანაირად გვერდით გიდგავართ“ - კახა კალაძე მოქალაქეებს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობისკენ მოუწოდებს
- “ბორელიოზს, ე.წ. ლაიმის დაავადებას მაქსიმალური აქტივობა ზაფხულის განმავლობაში ახასიათებს, რომლის გადამტანიც ტკიპაა” – ივანე ჩხაიძე
- როგორ დავიცვათ თავი ზაფხულის ცხელ დღეებში - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს აქვეყნებს და მოქალაქეებს მიმართავს
- "ძლიერი წვიმის შედეგად, ჩამოსულია მიწის მასა" - რა მოხდა სოფელ გიორგიწმინდასთან, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია