როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
ხვალ, 14 მარტს, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ხოლო მაღალმთიან რაიონებში შესაძლოა, თოვლ-ჭყაპიც იყოს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, 15 მარტს გამოიდარებს, მაგრამ 16 მარტიდან საქართველოში კვლავ არამგრადი ამინდებია მოსალოდნელი.
„დღეს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მაღალი იქნება, დასავლეთ საქართველოში +20 +25 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი, +17 +22 გრადუსი. ხვალ დღისით საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლოა, თოვლ-ჭყაპი იყოს, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, დაბლობსა და ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით +15 +18 გრადუსი იქნება.
დედაქალაქშიც გაწვიმდება და დღის ბოლოს დაუბერავს დასავლეთის მიმართულების ქარი, ხვალ თბილისში მოსალოდნელია ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით +15 +17 გრადუსი. ნალექის ინტენსივობა 15 მარტს შესუსტდება, მხოლოდ ერთი დღით გამოიდარებს. 16 მარტიდან საქართველოში არამდგრადი ამინდები დაიწყება“, - აცხადებს გვაზავა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს