"მთავარი არხის" ჟურნალისტი საკარანტინო ზონაში გადადის
''მთავარი არხის" ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე პრევენციის მიზნით კარანტინშია მოთავსებული. ჟურნალისტი რეპორტაჟის მომზადების დროს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის სახლში იყო მისული.
როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე წერს, გადაღება ნოზაძის საცხოვრებელი სახლის ეზოში შედგა. მისივე განმარტებით, ჟურნალისტმაც და არხის საინფორმაციო სამსახურმაც მხოლოდ ადგილზე მისვლის შემდეგ შეიტყვეს, რომ ნოზაძის ოჯახიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
ამას გარდა, ნოდარ მელაძე განმარტავს, რომ ჩართვისას, არხის ჟურნალისტები საავადმყოფოებისა და საკარანტინო შენობების მიმდებარედ ზუსტად იმ ტერიტორიაზე დგანან, რომელიც მედიკოსების მიერ არის რეკომენდირებული:
"მთავარი არხის ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე გადავიდა კარანტინში, იმის გამო რომ ჰქონდა კომუნიკაცია მთავარობის იმ წევრთან, რომელსაც დაუდგინდა კორონავორუსი.
ორშაბათს ირაკლი ამზადებდა რეპორტაჟს, თემაზე რატომ მოხდა თბილისიდან პაციენტის გადაყვანა საჩხერის საავადმყოფოში, ამ რეპორტაჟის მომზადების დროს იმყოფებოდა, სახლში ინფიცირებულის ოჯახთან, სწორედ ამ დროს გავიგეთ რომ ეს ოჯახიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. (და არა ის, რომ თითქოს თვითიზოლაციაში, მყოფი პირის გადასაღებად მივიდა)
გადაღება ხდებოდა ღია სივრცეში, დაცული დისტანციით, თუმცა რეკომენდირებულია საკარანტინე სივრცეში ყოფნა და გადავიდა კარანტინში.
ახლა კითხვებზე პასუხის:
რატომ არ უკეთიათ ჟურნალისტებს ნიღბები პირდაპირი ჩართვის დროს კლინიკასთან?
- მედიის სამუშაო ზონას კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრავს კლინიკის მედ პერსონალი, შიდა ტერიტორიაზე მედია არ შედის, დგას ქუჩაში. ნიღაბი უნდა ეკეთოს ინფიცირებულ პირს, რომელმაც შესაძლოა გამოაფრქვიოს ვირუსი!!!
თუ ყველაფრისმცოდნე კლავიატურის ლომები, საკუთარ ნერვებს დაიმშვიდებენ, მათთვისევე უკეთესი იქნება", - წერს ნოდარ მელაძე.
"ნიუპოსტი" ირაკლი ვაჩიბერიძესაც დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაცია კარანტინში გადასვლის შესახებ დაადასტურა და დაამატა, რომ ჯერჯერობით, დავირუსების საფრთხის მიმანიშნებელი არანაირი სიმპტომი არა აქვს.
სიახლეები
- "წამართვეს სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი - შემიზღუდეს არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები"
- ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს
- “ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი
- "საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4 პროცენტი, 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ზრდის შენელება" - ევროკომისიის ანგარიში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მაისისთვის