საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე ტყის ხანძრის 7 კერაა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ტყის ხანძრები ლიკანში, წალენჯიხასა და ქობულეთში ლიკვიდირებულია.
მათივე ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე ტყის ხანძრის 7 კერაა შენარჩუნებული: გურიაში - ვაკიჯვარსა და გომის მთაზე, რაჭაში - კრიხში, ხვანჭკარასა და ონში, ქვემო ქართლში - თეთრიწყაროში, შიდა ქართლში - რკონსა და გოსტიბეში, საჩხერეში - სოფელ ჭალოვანში, სამეგრელოში - სოფელ ლიაში.
"ყველა კერაზე სიტუაცია სტაბილურია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ჯამში მობილიზებულია 1000-მდე მეხანძრე-მაშველი, რამდენიმე ათეული სახანძრო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე