ნიდერლანდების მოქალაქეს, რომელიც ქუთაისში ოთხი დღის წინ გაუჩინარდა, მდინარე რიონში ეძებენ
ნიდერლანდების მოქალაქეს, რომელიც ქუთაისში ოთხი დღის წინ გაუჩინარდა, მდინარე რიონში ეძებენ.
23 წლის სიიმ ვიგერი 7 მარტს, გვიან ღამით, ქუთაისიდან გაუჩინარდა. ის ბოლოს მეგობართან ერთად ქალაქის ცენტრში ერთ -ერთ რესტორანში იმყოფებოდა. მისი კვალი სწორედ რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ იკარგება. ამოღებულია ვიდეოჩანაწერები, ქალაქის ქუჩებში დაკარგულის ფოტოებია გაკრული წარწერით - „იძებნება".
ვიდეოკადრების მიხედვით, არსებობს ვარაუდი,რომ მამაკაცი მდინარე რიონის ნაპირთანაც იმყოფებოდა, რის გამოც დღეს სამძებრო სამუშაოები მდინარეში დაიწყო. ქუთაისში ჩავიდნენ დაკარგული ახალგაზრდის ოჯახის წევრები.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე