"ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ, მაგრამ..." - რას ყვება კარანტინში მყოფი ქალი?
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 15 შემთხვევა დადასტურდა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 51 ადამიანი რჩება, ხოლო კარანტინში - 141. მათ შორისაა ნანა შავაძეც, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრას" ესაუბრა:
"იტალიიდან თებერვლის ბოლოს დავბრუნდი და რამდენიმე დღეში ძალიან ამტკივდა ყური. მალევე სიცხეც ამეწია. მივმართე უახლოეს საავადმყოფოს, საიდანაც რეანომობილით ინფექციურ საავადმყოფოში გადამიყვანეს. კორონავირუსი არ დამიდასტურდა, მაგრამ კარანტინში გამიშვეს... ვნახე ყველა ფილმი და მაქვს წიგნების ჩამონათვალი, რომელთა წაკითხვასაც, იმედია, მოვასწრებ. სამჯერადი კვება გვაქვს, მენიუ მუდმივად იცვლება.
ჩაი, კარაქი, პური, ყველიანი მაკარონი, კაკაო, ბურღულეულის ფაფები, ბოსტნეულით გამდიდრებული წვნიანი, ხაჭო, ხილი, ჩირი...
ყოველდღე შესაბამისად შემოსილი დამლაგებელი აქაურობას ხსნარით ამუშავებს. ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ, მაგრამ ალბათ კარანტინიც უნდა გამომევლო... იმედია, ცხოვრებაში ერთხელ..."
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს