"ეს არ არის ქალაქი ვუჰანი" - თამარ მეარაყიშვილის უმძიმესი ფოტოები დაცარიელებული ახალგორიდან
ოკუპირებული ახალგორი დღეს დილიდან ჩაიკეტა.
5-თვიანი იზოლაციის შემდეგ ოკუპირებული ახალგორი მხოლოდ პენსიონერებისთვის 10 დღით გაიხსნა.
ჟურნალისტმა თამარ მეარაყიშვილმა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი დევნის და შინა პატიმრობაც აქვს მისჯილი, დაცარიელებული, ოკუპირებული ახალგორის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ქალაქი ვუჰანს შეადარა.
"ეს არაა ქალაქი ვუჰანი. ორი საათი ვიარე, ყველა ქუჩა და უბანი შემოვიარე. აი, აქ ვცხოვრობთ, სადაც სიცოცხლე სამსახურების დასრულებისთანავე სრულდება. ჩაბნელებული ქუჩებიდან ჩანს მიტოვებული სახლები. დავდივარ ქუჩებში, როგორც სასაფლაოზე და ვფიქრობ, სად დავკარგე შიში მარტოობის და მარტო ყოფნის . ყველაფერს ეგუება ადამიანი. მეც ადამიანი ვარ", - წერს მეარაყიშვილი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე



