როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან - ძლიერი ქარი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 8-10 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი, მომდევნო დღეებში კი ყინვის გაძლიერება.
„დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის კლება უკვე დაწყებულია და ხვალ აღმოსავლეთ საქართველოზეც გავრცელდება. 8-10 თებერვლის ჩათვლით საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, როგორც დაბლობში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში. მაღალმთიან რაიონებში ზოგან დასავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს. ხვალ, დღის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოში და მათ შორის დედაქალაქში, მოსალოდენელია ქარის გაძლიერება. ხვალ, დასავლეთ საქართველოს დაბლობშიც მოთოვს. დღისით წვიმა იქნება, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან თოვლი. ასევე ითოვებს მაღალმთიან რაიონებში. კახეთში ნალექი უფრო წვიმის სახით იქნება. საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ყველგან თოვაა მოსალოდნელი. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ქარბუქი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი. გაძლიერება ქარი. 10 თებერვლიდან თოვა შეწყდება და ნალექის ინტენსივობა შემცირდება. 10-11 თებერვალს გაძლიერდება ყინვა, როგორც დაბლობში, ბარში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც“,-აცხადებს დოდო გვაზავა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს