რა ცვლილებები იგეგმება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
პარლამენტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას უბრუნდება.
კანონპროექტის განხილვა საგაზაფხულე სესიის პირველ კვირაში იგეგმება.
კანონპროექტის თანახმად მართვის მოწმობის აღების წესში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა.
კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ხდება ორეტაპიანი. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე (როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება), ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე.
კანონპროექტის მიხედვით, შემოდის სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორია „AM“, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს. სატრანსპორტო საშუალების არსებულ კატეგორიებს ასევე ემატება „A2“ ქვეკატეგორიაც, რომელიც მოიცავს მოტოციკლს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს და სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი არ აღემატება 0,2 კვტ/კგ-ს.
„A1“ ქვეკატეგორიის და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება და ნაცვლად 17 წლისა, ხდება 18 წელი.
კანონპროექტის მიხედვით, იცვლება თეორიული გამოცდის მოქმედების ვადა ნაცვლად 30 დღისა იგი 1 წლით განისაზღვრება. რაც იმას ნიშნავს რომ, წარმატებით ჩაბარებული თეორიული გამოცდის შემდეგ, მოქალაქეს 1 წელი ექნება იმისთვის, რომ ჩააბაროს პრაქტიკული გამოცდის ორივე ეტაპი.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს