"ჩინეთიდან თურქეთში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს, წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ"
თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, ჩინეთიდან თურქეთში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსი არ დაუდგინდათ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანჯღავამ განუცხადა, ისინი ჯერ კიდევ დაკვირვების ქვეშ იქნებიან და ოფიციალური პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.
„ამ ეტაპზე კორონავირუსი არ არის დადასტურებული, მაგრამ საბოლოო პასუხი იქნება ხვალ, წინასწარი მონაცემებით, დადასტურებული არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დააკვირდებიან, ეს ხომ ისეთი ავადმყოფობაა, რომელიც ნაკლებად შესწავლილია, ამიტომაცაა, საინკუბაციო პერიოდი საჭირო, რომ იქ იყვნენ და ამ პერიოდში კიდევ დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდებათ“,- განაცხადა ჯანჯღავამ.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეები თურქული თვითმფრინავით ანკარაში გუშინ საღამოს ჩაფრინდნენ, სადაც ისინი ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს